ემოციური კაპიტალი

ქოუჩინგ კლუბი წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს საკუთარი თავი პიროვნულად და პროფესიულად, რომლებმაც გაიარეს ტრანსფორმაციის საინტერესო გზა და აქვთ ქოუჩინგური ამბავი მოსაყოლი თქვენთვის. კლუბის ფორმატში, ყოველ თვე, ჩვენ ვუმასპინძლებთ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს.

მასტერკლასი პირველი: ემოციური კაპიტალი

სპიკერი: ნინა პერტენავა – საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, ფლობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის, ასევე მოსკოვის რეპუტაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის Art&Image იმიჯმეიკერის დიპლომს. ნინას 15 წლიანი გამოცდილება აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. იგი მუშაობდა აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან პიარ სააგენტოში Jackson Spalding (ატლანტა), კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: Johnson&Johnson Medical, Ponte Veccio, USAID და ა.შ. ნინა არის მრავალი ინოვაციური პროექტის ავტორი და განმახორციელებელი.

რაზე ვისაუბრებთ: ადამიანის ტვინი და ემოციები კაცობრიობისთვის ყოველთვის იყო ამოუცნობის სფეროდან. ემოციების მართვის შესახებ საიდუმლო ცოდნა ერთგვარი ფილოსოფიური ქვის სიმბოლო იყო – მისი მფლობელი გარდაქმნიდა ჩვეულებრივ მეტალს ოქროდ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა საშუალება უფრო ღრმად ჩაგვეხედა ჩვენი ემოციების წარმოქმნის პროცესში და მათი მართვის ახალი მეთოდები აღმოგვეჩინა. ემოციების მართვა კი ჩვეულებრივ მეტალს სწორად რომ ოქროდ აქცევს.
ემოცური პოტენციალის ემოციურ კაპიტალში კონვერტირების უნარი არის ზუსტად ის ფილოსოფიური ქვა, რომელსაც ეძებდნენ ალქიმიკოსები საუკუნეების განმავლობაში. ამ უნარის ფლობით თქვენ ბევრად იუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს, ხდებით წარმატებულები და მიმზიდველები. ამ მასტერკლასის მოსმენის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა დაგრჩებათ: რატომ არ გვასწავლიდნენ ამას ბავშვობიდან?

თემები:
• ემოციების იდენტიფიცირება და მათი წარმოქმნის სპეციფიკა
• ემოციების მართვის ტექნიკები
• მოტივაციის ამაღლება
• ემპათიის გამომუშავება და სხვა ადამიანების კითხვის მეთოდები
• მიზნის ან საქმინაობის სწორი არჩევა და მისასვლელი ნაბიჯების დაგეგმვა

ფორმატი: თემის წარდგენა, დისკუსია.
ჩატარების დრო: 27 იანვარი, 14:00 სთ.
ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“, ბახტრიონის ქუჩა 11ბ.
ხანგრძლივობა: 3 საათი, ყავის/ჩაის შესვენებით.
ღირებულება: 60 ლარი.

გაითვალისწინეთ, გადახდა წარმოებს წინასწარ, ადგილები შეზღუდულია.