განათლება

ღია ტრენინგები

ქოუჩინგ ლაბის მიერ ორგანიზებული ღია ტრენინგების მიზანია მსმენელებში განავითაროს ქოუჩინგური უნარ-ჩვევები. ტრენერი ფასილიტაციას უწევს ჯგუფის მონაწილეებში კონკრეტული უნარების და აზროვნების სტრატეგიების გამომუშავება-გაძლიერებას. ყველა პროგრამა ინტერაქციულია და აგებულია ქოუჩ სესიის ფორმატით, სადაც მოცემულია პრაქტიკული ტექნიკები ნაბიჯ-ნაბიჯ. თითოეული პროგრამა შედგენილია კონკრეტული თემის ირგვლივ. ჯგუფებში მუშაობა მიმდინარეობს NLP ტექნოლოგიების და ქოუჩინგის ალგორითმების გამოყენებით.

ღია ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაცია და ჩამონათვალი ნახეთ აქ:

ტრენინგები

კორპორაციული ტრენინგები

პერსონალის გადამზადების უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც მორგებულია კონკრეტულად ორგანიზაციის მოთხოვნებზე. კორპორაციული ტრენინგის შეთავაზებამდე ჩვენ ვარკვევთ ორგანიზაციის მიზნებს, ამოცანებს, სასურველ შედეგებს, შედეგების გაზომვის კრიტერიუმებს და მხოლოდ შემდეგ ვთავაზობთ კონკრეტულ პროგრამას. მთავარი აქცენტი კეთდება პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე და მის დანერგვაზე ორგანიზაციულ სივრცეში. ჩვენ მიერ ორგანიზებული კორპორაციული ტრენინგების ძირითადი ინსტრუმენტებია ქოუჩინგური მეთოდები, სიმულაციები და როლური თამაშები, რაც ტრენინგის მონაწილეების ეფექტურობას რეალურ დროში ზრდის და ეხმარება მონაწილეს თითოეული კომპონენტის გაცნობიერებაში. ტრენინგის დასკვნითი ეტაპი არის უკუკავშირი მონაწილეებთან, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და follow up. ჩვენ გთავაზობთ კორპორაციულ ტრენინგებს შემდეგ მიმართულებებში: ბიზნეს ქოუჩინგი, NLP გაყიდვებში, კომუნიკაციის ფსიქო-ტექნოლოგიები, ლიდერშიპ პროგრამა, მაღალ-ეფექტური ქოუჩინგი.

კორპორაციული ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

კონტაქტი