ფსიქომეტრიული და კოგნიტური პროფაილინგი

თანამედროვე მენეჯმენტის აქტიური ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გავარკვიოთ პერსონალის არსებული, მოსალოდნელი და სტრესულ სიტუაციაში გამოვლენილი ქცევა, ლიდერული კომპონენტები, აზროვნების წყობა, ოპერირება, პოტენციალი და ტალანტი.

არსებული თუ მოსალოდნელი ქცევის დიაგნოსტირება გვეხმარება ქცვის მოდელის შეცვლასა და მოდიფიცირებაში. აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება ბიზნეს ქოუჩინგის დანერგვის პირველ ეტაპზე, ასევე შედეგების მონიტორინგის დროს.

დაგვიკავშირდით

პროფაილინგის ინსტრუმენტების გამოყენებით ვიკვლევთ შემდეგ ინფორმაციას: რა ლიდერულ კომპეტენციებს ფლობს კანდიდატი და რისი გაძლიერება სჭირდება. ასევე, ვიღებთ ოპტიმალური პირობების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შევუქმნათ კანდიდატს განვითარებისთვის. დიაგნოსტიკის შედეგების ანალიზის ბაზაზე ინერგება გუნდური და ინდივიდუალური ქოუჩინგი.