რატომ ბიზნეს ქოუჩინგი?
ეს არის პროფესიული ურთიერთქმედების სისტემა ქოუჩსა და ორგანიზაციას შორის, რომელიც მიმართულია ბიზნესის ზრდაზე, განვითარებაზე, ადამიანების მოტივირებაზე, მიზნების დასახვასა და მის შესრულებაზე ორგანიზაციულ კონტექსტში.
ბიზნეს ქოუჩინგის პროცესის ალგორითმი და დანერგვის ეტაპები
ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულებები
ბიზნეს ქოუჩი კლიენტთან მუშაობს მისი ძლიერი მხარეების, ტალანტის, უნარების და კომპეტენციების აღმოჩენასა და განვითარებისთვის, ქცევის ცვლილებისთვის და ეფექტურობის გაზრდისთვის. გთავაზობთ ბიზნეს ქოუჩინგის შემდეგ ფორმატს:
ბიზნეს ქოუჩინგი
აღმასრულებელი
აღმასრულებელი ქოუჩინგი არის პერსონალური სესიები ტოპ-მენეჯმენტთან, რომლის მიზანია ორგანიზაციის განვითარება გადაიყვანოს ახალ საფეხურზე. სამუშაო კომპონენტებია ორგანიზაციული ცვლილებების მართვა, ლიდერობის განვითარება და სტრატეგიული მენეჯმენტი, ორგანიზაციის ხედვის, ღირებულებების და მისიის ინტეგრირება მართვაში, ბიზნეს ამოცანების მაღალ-ეფექტური შესრულების წარმართვა.
ბიზნეს ქოუჩინგი
მართვითი
მთავარი ამოცანა, რასაც მართვითი ქოუჩინგი სახავს, ეს არის ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანების წარმატებისთვის შესაბამისი რესურსული გარემოს შექმნა, მათი პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარება. ქოუჩინგი მართვაში მოიაზრებს საშუალო რგოლის მენეჯერებთან გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობას კომბინირებულად, რათა ორგანიზაციაში დაინერგოს მართვის ქოუჩინგური სტილი.
ბიზნეს ქოუჩინგი
გუნდური
გუნდური ქოუჩინგი არის მუშაობის ფორმატი გუნდთან, რომლის მიზანია მოახდინოს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის აქტივიზაცია და შეკრას მთლიანი, ერთიანი გუნდი. ტრენინგისგან განსხვავებით, სესიის დროს გუნდი თავად სახავს მიზნებს. ქოუჩი კი არ ასწავლის ამ მიზნის მიღწევის გზებს, არამედ გუნდის მონაწილეები თავად ეძებენ საუკეთესო გადაწყვეტას, მუშაობენ და ავითარებენ საკუთარ რესურსებს.
ბიზნეს ქოუჩინგი
ლიდერობა
ლიდერობის განვითარებისთვის ქოუჩინგი იყენებს კომპეტენციების, უნარების და ტალანტის განვითარების ინსტრუმენტებს. ლიდერობის განვითარება მოიცავს ისეთ უნარებზე მუშაობას, როგორიცა თვითშემეცნება, ემოციური ინტელექტი, ბიზნეს აზროვნება, მართვის უნარები. პროგრამა არის კომბინირებულ ფორმატში და მოიცავს თვითშეფასების ინსტრუმენტებს.
ბიზნეს ქოუჩინგის შედეგები
ICF-ის განმარტებით, ეს არის პარტნიორობის პროცესი, რომელიც უკეთებს სტიმულირებას კლიენტის სააზროვნო სისტემას და მის შემოქმედებითობას. ქოუჩთან მუშაობის შედეგად, კლიენტი მაქსიმალურად ავითარებს თავის პიროვნულ თუ პროფესიულ პოტენციალს.
ორგანიზაციული განვითარების ხედვა, მისია, მიზნები
პიროვნული და პროფესიული ზრდა
სამოტივაციო სისტემების განვითარება
ხედვის რეალობად გარდაქმნა და მუშაობა შედეგისთვის
ერთიანი გუნდის შექმნა
კორპორაციული ეთიკა და კომუნიკაციები
მხარდამჭერი გარემოს ფორმირება
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
იდეების გენერირება
ადამიანური რესურსების ინჟინერია
კორპორაციული ღირებულებების ინტეგრირება
ცვლილებების მენეჯმენტი
ემოციური ინტელექტის განვითარება
რესურსული გარემოს შექმნა
სტრესის და კონფლიქტების მართვა
ეფექტური უკუკავშირი
ლიდერული უნარების განვითარება
თვითქოუჩინგი