ბიზნეს ქოუჩინგი

“ქოუჩინგ ლაბის” ორგანიზებით მედიათეკის ნაძალადევის ფილიალში გაიმართება ღია სემინარი ბიზნეს ქოუჩინგის თემაზე.

• რა არის ბიზნეს ქოუჩინგი?
• როგორია მართვა ქოუჩინგის სტილში?
• როგორ ავამაღლოთ პერსონალის მოტივაცია, სწორად დავსახოთ მიზნები და გამოვიყენოთ სტრატეგიული მუშაობის თანამედროვე ტექნოლოგიები?
• როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი და როგორ ვიმუშაოთ ლიდერებთან?

ყველა ამ კითხვას პასუხს სცემს ბიზნეს ქოუჩინგი. ეს არის თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მართვის უახლესი ტექნოლოგიების ნაკრები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დანერგილია, საქართველოში კი ახლა ინერგება. სემინარზე თქვენ მიიღებთ ქოუჩინგის მეთოდით მუშაობის სქემის პრაქტიკულ რჩევებს და კონკრეტულ ტექნიკებს.

პრეზენტატორი: ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, საერთაშორისო ასოციაცის წევრი The Society of Neuro-Linguistic Programming™, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით, “ქოუჩინგ ლაბის” დამფუძნებელი.

სემინარზე დასწრება უფასოა.
ადგილები შეზღუდულია. მოსაწვევს მიიღებთ იმეილით.

ადგილი: მედიათეკა, ნაძალადევის ფილიალი
მისამართი: ცოტნე დადიანის 164
დრო: 12 მაისი, 16:00-18:00 სთ