
განვითარდი და განავითარე
რატომ ბიზნეს ქოუჩინგი?
ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება დგას ადამიანებზე. ადამიანურ რესურსებს კი მუდმივი განვითარება სჭირდება.
ბიზნეს ქოუჩინგის დანერგვის პირველი ეტაპი არის ფსიქომეტრიული და კოგნიტური პროფაილინგი, რომელიც იკვლევს ადამიანის ლიდერულ კომპონენტებს, აზროვნების სტრატეგიებს, ქცევის მოდელებს და გვაძლევს ერთიან სურათს მოქმედებისთვის. ქცევის დიზაინისთვის კი ჩვენ ვიყენებთ ნეიროქოუჩინგს, როგორც სისტემური პროცესების ინიცირების ინსტრუმენტს.
ლიდერობის განვითარება, ცვლილებების მართვა, გუნდის შექმნა, ემოციური ინტელექტი – ეს არის ბიზნეს ქოუჩინგის მთავარი ამოცანა: გამოიკვლიოს, შექმნას და დანერგოს ახალი სტრატეგიები ამ მიმართულებებით.
ჩვენ ვნერგავთ ცვლილებებს
ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ჩვენ ვნერგავთ ცვლილებებს ამ მიმართულებით:
ბიზნეს ქოუჩინგი – ორგანიზაციის განვითარების ახალი საფეხური
განათლება – ღია და კორპორაციული ტრენინგები თქვენთვის
პერსონალური სესიები – რესურსების და უნარების ოპტიმიზაცია
ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უნარების განვითარებას, გამოყენებას და ეძებს მისთვის ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად.